ყავის და შოკოლადის დიეტა

                 ყავის და                                 შოკოლადის დიეტა  
ბავშვობიდან ვიცით, რომ ყველაფერი რაც კი გემრიელია სამწუხაროდ ყველაზე მავნეა ხოლმე. სასარგებლოა თევზის ცხიმი და ბროკოლი. კანფეტები, ფუნთუშები და საღეჭი რეზინი კი რაციონიდან განდევნილი უნდა იყვნენ. გავიზარდეთ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეიცვალა. ეხლა გემრიელ საჭმელზე მკაცრი დედები არ გვეუბნებიან უარს-ეს პრეროგატივა ეხლა დიეტოლოგების ხელშია.

ყველა ქალმა, რომელიც დიეტაზე ერთხელ მაინც ყოფილა, იცის, რომ პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ყველაზე გემრიელი: ცომი და ტკბილი. თუმცა ყველაზე ცუდი ესეც არ არის. დიეტოლოგები წმინდაზე წმინდასაც გვართმევენ-ყავას. ყავაზე აურის თქმას ყველა მეტ-ნაკლებად მოდური დიეტა ითხოვს, მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს თუ დილა ყავის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია?

ნუ ნერვიულობთ, უახლესმა კვლევებმა კეთილი სახელი ყავას და შოკოლადსაც დაუბრუნეს, რომელთა გარეშეც ცხოვრება თავის ნათელ ფერებს კარგავს.

ამ დიეტის ხანგძლივობა ხუთი-შვიდი დღეა, შესაბამისად წონის დანაკლისი ხუთიდან შვიდ კილოგრამდეა.

დიეტისთვის დაგჭირდებათ ნატურალური დაფქული ყავა(ხსნადი არ გამოდგება) და შავი შოკოლადი(კაკაოს შემცველობა არანაკლებ 50%).

დღიური პროდუქტების ნორმაა 100გრ შოკოლადი, 3 პორცია ყავა და უცხიმო რძე. შოკოლადი სამ პორციაზე უნდა გაყოთ. დილით, შუადღეს და საღამოს 100 გრამიანი ფილის მესამედს მიირთმევთ, 3 საათის შემდეგ ყავას მიირთმევთ-უშაქროდ, მაგრამ რძით. შეგიძლიათ აგრეთვე მიირთვათ არაგაზირებული წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.

წონაში დაკლება გარანტირებულია, ამავე დროს თქვენ თავს სუსტად არ იგრძნობთ.

ეს დიეტა აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებზეა გათვლილი. თუ ქრონიკული გასტრიტი, ალერგია, პრობლემები საჭმლისმომნელებელ სისტემასთნ ან ეჭვი შაქრიან დიაბეტზე გაწუხებთ-შეირჩიეთ სხვა დიეტა ექიმის დახმარებით.

No comments:

Post a Comment