შოკოლადის ნაყინის ტორტი


ნაყინის ტორტი მინდა შემოგთავაზოთ, ამჯერად შოკოლადის და ბანანის გემოთი. ესეც ისეთივე ადვილია, როგორც პირველი ნაყინის ტორტი, ვფიქრობ, ნებისმიერი მსურველი, თუნდაც დამწყები კულინარი შესძლებს მის მომზადებას. ორივე ტორტი ფანტაზიის გაშლის კარგ შესაძლებლობასაც იძლევა, დაამატეთ თქვენი ვარიაციები და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში :)


500 მლ შოკოლადის ნაყინი

100 გ კაკაოანი ორცხობილა

50 გ კარაქი

1-2 ბანანი+2 ს.კ. ლიმონის წვენი

1 ბატონი სნიკერსი ან მარსი

თეთრი შოკოლადის ბურბუშელა თავზე მოსაყრელად (აუცილებელი არ არის)

ნაყინი წინასწარ გამოიღეთ საყინულიდან, რომ ცოტა დარბილდეს.

ორცხობილა დავფხვნათ და ავურიოთ დარბილებულ კარაქთან ერთად. ჩავტკეპნ0თ 15-18 სმ დიამეტრის ფორმაში. თუ გვერდებმოსახსნელი ფორმა არ გაქვთ, ცელოფანი ჩააფინეთ, შემდეგ ამ ცელოფნიანად ამოიღებთ, უფრო ადვილია.

ორცხობილის ფენაზე გავანაწილოთ ლიმონის წვენმოსხმული, დაჭრილი ბანანი. დავადოთ ნაყინი და შევდგათ საყინულეში. როცა ხელახლა გაიყინება, ამოვიღოთ ფორმიდან, თეფშზე გადავიტანოთ და მოვაყაროთ დაჭრილი სნიკერსი ან მარსი, შეგვიძლია მოვრთოთ გახეხილი შავი ან თეთრი შოკოლადით.

No comments:

Post a Comment