შოკოლადის აღმოჩენი ისტორია
1631წ. ექიმებმა აღმოაჩინეს შოკოლადის დადებითი და სამკურნალო თვისებები. შოკოლადის პირველი სამკურნალო რეცეპტი შეიმუშვა ესპანელმა ანტონიო კოლმენერო დე ლედემ, რომელიც მკურნალობდა ესპანელ დიდგვაროვნებს.
გერმანელმა იმპერატორმა კარლ V-ემ გააცნობიერა რა კაკაოს კომერციული მნიშვნელობა მოითხოვა მონოპოლია ამ პროდუქტზე. თუმცა XVII საუკუნის დასაწყისში კონტრაბანდისტებმა შოკოლადი ჰოლანდიის ბაზარზე შეიტანეს. 1606 წ. კი შოკოლადმა იტალიის საზღვრებს მიაღწია. 9 წლის შემდეგ ესპანეთის მეფის ფილიპ III-ის შვილმა ანამ ჩამოიტანა პირველი შოკოლადი პარიზში. 1650 წელს შოკოლადის სმა დაიწყეს ინგლისელებმა. 1657 წელს ლონდონში იხსნება პირველი „შოკოლადის სახლი“. ეს სასმელი კულტურის ნაწილი ხდებოდა. მის მიხედვით დროის განსაზღვრაც კი ხდებოდა. როდესაც იტყოდნენ “მოდით შოკოლადი დავლიოთ“ ეს ნიშნავდა „გელოდები საღამოს 8 საათზე“.
1674 წ-დან შოკოლადით დაიწყეს რულეტების და ნამცხვრების გაკეთება.
1700წ. ცხელი შოკოლადი იყო საკმარისად ძლიერი სასმელი, მაგრამ ხალხმა ისწავლა შოკოლადში რძის ჩამატება(პირვლად ეს გააკეთეს 1700წ ინგლისელებმა), რამაც შოკოლადს მიანიჭა აუცილებელი სიმსუბუქე. მას შემდეგ შოკოლადი მნიშვნელოვნად გაიაფდა და ბავშვებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.
შოკოლადი XIX საუკუნეში
შოკოლადს კიდევ ორი საუკუნე დასჭირდა, რომ მიეღო თანამედროვე ფორმა, გემო და ყოფილიყო ხელმისაწვდომი. 1822 წლიდან იწყება შოკოლადის წარმოებაში კრიზისი. ერთის მხრივ შოკოლადის მოხმარება იზრდებოდა, შოკოლადის მწარმოებელი ქარხნები უფრო ფართოვდებოდა და ხარისხიანი ნედლეული ხდებოდა არასაკმარისი. პოლიტიკური არასტაბილურობა და ომის საფრთხე ლათინურ ამერიკაში ხელს უშლიდა რეგულარულ მიწოდებას. საუკუნეების განმავლობაში აქტიურმა ექსპლუატაციამ გამოფიტა ამერიკის კაკაოს პლანტაციები, ამიტომ კაკაოს მოვაჭრეები ეძებდნენ ახალ შესაფერისი კლიმატის რეგიონს, სადაც გაიზრდებოდა კაკაოს ხე. ასეთი ადგილი მათ იპოვეს სამხრეთ ამერიკაში(ეკვადორი, ბრაზილია), აზიაში(ინდონეზია)და აფრიკაში (კონგო).
1828წ. ჰოლანდიელმა, კონრად ვან ჰაუტენმა დააპატენდა ჰიდრავლიკური პრესი, საიდანაც კაკაოს მარცვლებისგან კაკაოს ცხიმი გამოიყვანა, რათა შემცირებულიყო შოკოლადის სიმწარე. შემდეგ ინგლისელმა ჯოზეფ ფრაიმ პირველი შოკოლადის ფილა ჩამოასხა და გამოიყენა ინგრედიენტად შაქარი. 1876წ. შვეიცარელმა დანიელ პეტერმა კაკაოს დაუმატა კაკაოს ფხვნილი და რძე, რომლისგანაც მიიღო რძიანი შოკოლადი. რძიანი შოკოლადი მაშინვე პოპულარული გახდა შვეიცარიაში. სამწუხაროდ შვეიცარელის სახელი ბევრმა არ იცის, რადგან ჰგონიათ, რომ ფარამაცევტი ანრი ნესტლე არის რძიანი შოკოლადის შემქმნელი.
1867წ. ამედე კოლერმა შეიმუშავა პირველი შოკოლადი თხილით. 1867წ. შვეიცარელმა ჟან ტობლერმა შექმნა ხსნადი შოკოლადი. რუდოლფ ლინტი აწარმოებდა საფირმო შოკოლადს „ფონდანტს“. 1893წ. ამერიკელმა მილტონ ჰერშიმ შექმნა მთლიანი ქალაქი სახელად „ჰერში“, რომლის მაცხოვრებლებიც მხოლოდ ტკბილეულის მომზადებით იყვნენ დაკავებულები.
1950 წლიდან შოკოლადის მოხმარების გაიზარდა. შოკოლადის მიწოდება დაიწყეს ევროპიდან აზიასა და აფრიკაში. ადრე იქ შოკოლადი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა, მაგრამ ინგლისელი ჯარისკაცები აფრიკაში და ამერიკელი ჯარისკაცები აზიაში გულუხვად უზიარებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას შოკოლადს.
1980-იან წლებში ახალი ტენდეცია შემოვიდა ფიტნესის და ჯანმრთელობის მიმართულებით, რაც აისახა კვების რეჟიმზეც. გამოჩნდა ახალი დიეტური შოკოლადი, მოდაში შემოვიდა განსხვავებული შოკოლადის დიეტები.
XIX საუკუნეში ფრანგი ფარმაცევტი შოკოლადზე წერდა: „ეს არის ღვთებრივი სასმელი, ნამდვილი პანაცეა, უნივერსალური წამალია ყველანაირი დაავადებისთვის...“ XIX-ში გაჩნდა პირველი შოკოლადის ფილები. ჟაკ ნეაუსმა გამოიგონა პირველი კანფეტი პრალინეს (დამდნარ შაქარში მოხალული და შემდგომ პასტად დაქუცმაცებული თხილი) გულსართით.
შოკოლადი არის უნიკალური პროდუქტი - გემრიელი და მაღალკალორიული, რომელიც შეიძლება შეინახოს თვეობით ისე რომ არ შეიცვალოს თვისებები. ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ შოკოლადის სუნი კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიკიკაზე, ხსნის დაძაბულობას და ამშვიდებს ადამიანს. შოკოლადის ხე ხარობს მხოლოდ თბილ და ნოტიო კლიმატში. აფრიკაში,ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში და ზოგიერთ აზიის კუნძულზე. ხის სიმაღლემ შეიძლება მიაღწიოს 10-15 მეტრს. კაკაოს ბოტანიკური სახელწოდება „Theobramba cacao“ ლათინურად „ღმერთების საჭმელს“ ნიშნავს. ის მარადმწვანე ხე არის და არასდროს წყვეტს ყვავილობას. ახალ კაკაოს მარცვლებს აქვს მწარე გემო და უფერულია. ამ სახით კაკაოს მარცვლები შოკოლადის წარმოებაში არ გამოყენება.
No comments:
Post a Comment