15 არგუმენტი


        15 არგუმენტი შავი                     შოკოლადის                           სასარგებლოდ 

ერთნი ნარკოტიკს უწოდებენ და ზედმეტ კილოგრამში ადანაშაულებენ, სხვები – ღმერთების საკვებსა და პანაცეას არქმევენ. თუმცა სახელდებით გემრიელი შავი შოკოლადის არც თვისებები იცვლება და არც გემო. თაყვანისმცემლის ნაკლებობასაც არასდროს უჩივის, იმის მიუხედავად, იცნობენ ისინი მწარე/შავი შოკოლადის 15 დადებით ეფექტს, რომელთაც გაცნობასაც ვაპირებთ დღეს, თუ - არა.



15 არგუმენტი შავი შოკოლადის სასარგებლოდ:

1. მწარე შოკოლადი შეიცავს ანტიოქსიდებს, А, С, Е ვიტამინებს, თუთიას, რკინას, კალცს, კალიუმს. სარგებლობის მიხედვით, შოკოლადს ვაშლსა და იოგურტს ადარებენ.

2. შოკოლადის ზოგიერთი სახეობა F ვიტამინს შეიცავს, რომლის დეფიციტი ეგზემისა და გამონაყარის წარმოქმნას იწვევს. ეს ვიტამინი ამაგრებს ფრჩხილებს და თმის ძირებს, იბრძვის ავადსახსენებელი ცელულიტის წინააღმდეგ.

3. შოკოლადის მთავარი ინგრიდიენტი – კაკაოს მარცვლები, ერთობ სასარგებლო ნივთიერებას – ფლავანოლს (კატეხინი) შეიცავს. ის ამცირებს არტერიულ წნევის, ინსულტის, ინფარქტის, დიაბეტის რისკს. კატეხინები იცავენ ჩვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან, რითაც ხელს უშლიან ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას.

4. დიდი გურმანი და მწერალი დიუმა აღნიშნავდა: “ბატონი ბრია-სავარენი თავის არაჩვეულებრივ წიგნში “ჩვენი სუფრის კლასიკოსები” რეკომენდაციას უწევს შოკოლადს, როგორც კუჭის მატონიზირებელ და მომნელებელ ნივთიერებას”.

5. შოკოლადი ასუფთავებს არტერიებს და ხელს უწყობს თრომბის თავიდან აცილებას. შოკოლადის ზეგავლენას ადარებენ წითელი ღვინისგან ან მცირე დოზა ასპირინისგან მიღებულ ეფექტს.

6. მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს შოკოლადს, გონებასუსტობა არ ემუქრება! მისი შემცველობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში.

7. აღმოჩნდა, რომ ცხიმი, რომელსაც შოკოლადი შეიცავს, არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში.

8. შოკოლადი – ძვირფასი და მაღალკალორიული პროდუქტია. ერთის მხრივ, ეს კარგია – მის მცირე ულუფასაც კი შეუძლია დიდხანს შეგინარჩუნოთ ძალა; მეორე მხრივ, ცუდია – ადვილად შემოგეჭმევათ, მაგრამ, თუ თქვენ მხოლოდ შავ შოკოლადს მიირთმევთ, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ის არ შეიცავს რძეს და შაქარიც მინიმუმამდეა დაყვანილი. შავი შოკოლადის 30 გრამი მხოლოდ 138 კალორიას შეიცავს.

9. ფსიქოლოგები გვირჩევენ: ყოველთვის თან გქონდეთ შოკოლადის ფილა და გაგიადვილდებათ ურთიერთობის აწყობა, შესთავაზეთ თანამოსაუბრეს საყვარელი სასუსნავის ნატეხი და სასწაულის მოწმე გახდებითო.

10. შოკოლადის მოყვარულები იშვიათად იტანჯებიან დეპრესიით და მარტოობით. იუმორისტული გამოკვლევის “რატომ ჯობია სექსს შოკოლადი” ავტორები აღნიშნავენ, რომ “შოკოლადისთვის თქვენ არასდროს იქნებით ძალიან ახალგაზრდა, ან ძალიან ბებერი.”

11. შოკოლადი არ იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, მასში ცოტაა კოფეინი (30 მგ. კოფეინი – 100-გრამიან ფილაში. შედარებისთვის: ფინჯან ყავაში – 180 მგ. კოფეინია)

12. შავი შოკოლადის მოყვარულთ კარიესი არ ემუქრებათ, რადგან კაკაოს ცხიმი – ბუნებრივი მცენარეული ცხიმი – კბილებზე დამცავ ფენად ედება.

13. შოკოლადი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს გაციების პროფილაქტიკას.

14. შოკოლადი არ უნდა დაივიწყონ ქალბატონებმა კრიტიკულ დღეებში: გაირკვა რომ, შოკოლადი ამცირებს მენსტრუაციის სინდრომის უსიამოვნო შეგრძნებებს.

15. შოკოლადი მამაკაცზეც და ქალზეც მოქმედებს როგორც აფროდიზიაკი. ამერიკელი მეცნიერების დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ შოკოლადის ზემოქმედებით ტვინის სხვადასხვა უბნები ბევრად ინტენსიურ და ხანგრძლივ სტიმულაციას განიცდიან, ვიდრე კოცნით მიღებული აღგზნებისას.

No comments:

Post a Comment