შოკოლადი ყველასთვის საყვარელი და მკურნალი სასუსნავი
ყველა დროისა და ყველა თაობის საყვარელი ტკბილეული - შოკოლადი, რომელსაც ჩვენი უზველესი წინაპრები ''ღმერთების საკვებს'' უწოდებდნენ, იგი დასაბამს უძველესი დროიდან იღებს, ამ ტკბილეულობასთან დაკავშირებული ლეგენდები და ისტორიები იმდენად ბევრია, რომ მკვლევარებს უკვე სათვალავიც აერიათ. საყოველთაოდ მიღებული ვერსიის თანახმად, შოკოლადის გემოს საიდუმლო პირველად მექსიკის ყურის სანაპიროზე მცხოვრები მაიას ტომისთვის გახდა ცნობილი. ამ ტომის წარმომადგენლებს კაკაოს ღმერთის სჯეროდათ და სხვადასხვა რიტუალების დროს მას როგორც წმინა სასმელს ისე სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კაკაოს ნაყოფს ფულის ფუნქციაც ჰქონდა! მაგალითად, მონის ყიდვა კაკაოს 100 ნაყოფით შეიძლებოდა. ღვთაებრივ მარცვლებს ''კაკასოლატს'' უწოდებდნენ და მას სხვადასხვა დადებით და ზოგჯერ მისტიკურ თვისებებსაც მიაწერდნენ. ეს გარკვეულად იმით აიხსნება, რომ ჯერ კიდევ იმ დროს,
No comments:
Post a Comment